2014-09-05

შვეიცარიის მთავრობის კვლევითი, დოქტორანტურის და პოსტდოქტორანტურის სტიპენდიები



შვეიცარიის მთავრობა აცხადებს კონკურსს კვლევითი, დოქტორანტურის ან პოსტდოქტორანტურის სტიპენდიების მისაღებად შვეიცარიის სხვადასხვა უნივერსიტეტებში. კვლევითი და დოქტორანტურის სტიპენდიების ოდენობაა თვეში 1590 ევრო, ხოლო პოსტდოქტორანტურის სტიპენდია თვეში 2890 ევრო. სტიპენდიის ხანგრძლივობა 1-დან 3 წლამდე.

სტიპენდიის მისაღებად უნდა გაგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია:

1.    სტიპენდიის სახეობა
2.    სამოტივაციო წერილი
3.    სრული ბიოგრაფია (CV)

ინფორმაცია უნდა გაიგზავნოს ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ ან ფრანგულ ენაზე შემდეგ მისამართზე : tif.vertretung@eda.admin.ch. შერჩევის პროცესს ახორციელებს შვეიცარიის საელჩო საქართველოში. წინასწარი განხილვის შემდეგ შერჩეულ კანდიდატებს საელჩო გაუგზავნის განაცხადის შესავსებად საჭირო სრულ დოკუმენტაციას.  საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 28 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ

http://www.sbfi.admin.ch/themen/01366/01380/02175/02245/index.html?lang=en


Print

« იხ. ყველა სიახლე