2010-11-24

2010 წლის 25 ნოემბერს, ხუთშაბათს 16.00 საათზე, თსუ XI კორპუსში, აუდიტორია № 421 შედგება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარი


წაიკითხავს:  ი. თავხელიძე  (ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი)

რეზიუმე
    მოხსენებაში განიხილება GRTnm “განზოგადებული მბრუნავი და გრეხვადი” სხეულების ერთი ქვეკლასის, კერძოდ GMLnm “განზოგადებული მებიუს-ლისტინგის” ზედაპირების კავშირი  ლენტისებრი კვანძებისა (Ribbon Knots) და ლენტისებრი ხლართების (Ribbon Links) სიმრავლეებთან. კვანძებისა და ხლართების სიმრავლეები კლასიკურ შემთხვევაში კარგად შესწავლილი ობიექტებია, მაგრამ უმეტესწილად მათი სტრუქტურა “ხაზოვანია” (ანუ ამ ობიექტებს არ გააჩნიათ “სისქე”).  
წარმოდგენილ მოხსენებაში შეისწავლება ისეთი გეომეტრიული ობიექტები (ანუ ლენტისებრი კვანძები და ხლართები), რომლებიც წარმოიქმნება GMLnm “განზოგადებული მებიუს-ლისტინგის” ზედაპირების სიმრავლეებიდან მათი “საბაზისო წირების” პარალელური წირების გასწვრივ “გაჭრის” შედეგად.


About Connection of Generalized Möbius Listing’s surfaces with Sets of Ribbon Knots and Links

I.Tavkhelidze,  

Iv.Javakhishvili Tbilisi State University
    In the present report is considered wide subset GMLnm (Generalized Möbius Listing’s surfaces) of the big set of GRTnm (Generalised rotation twisting bodies, sometimes Surfaces of Revolution) and its connection with set of Ribbon Knots and Links. In the classical cases Knots and Links are geometric objects without interior geometric structure.
We consider the cutting process of a Generalized Möbius Listing’s surfaces along set of lines “parallel” to its “basic line”. We show connections of the resulting mathematical objects with the set of Knots and Links and with their known classification. 
Print

« იხ. ყველა სიახლე