2019-11-11

საქართველოს სტატისტიკური ასოციაციის სემინარი -4

საქართველოს სტატისტიკური ასოციაცია
აგრძელებს მუდმივმომქმედ სასწავლო-შემეცნებით სემინარებს:
ალბათურ-სტატისტიკური მეთოდების გამოყენება მონაცემთა ანალიზის პროცესში

სემინარებზე დასწრება შეუძლია მათემატიკის მიმართულების ყველა იმ სტუდენტს, ვისაც აქვს სურვილი გაეცნოს და შეისწავლოს ალბათურ-სტატისტიკური მეთოდების გამოყენება პრაქტიკაში.
სემინარებში აქტიური მონაწილეობა იქნება ერთ-ერთი ხელშემწყობი წინაპირობა ალბათობისა და სტატისტიკის მიმართულებით დანიშნული სახელობითი სტიპენდიის მისაღებად.
სემინარებზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
•    სტატისტიკის ადგილი და როლი მონაცემთა მეცნიერებაში;
•    როგორ დავგეგმოთ გამოკვლევა და შევაგროვოთ მონაცემები;
•    მონაცემთა ბაზების შექმნა;
•    სტატისტიკის გამოყენების კონკრეტული მაგალითები პრაქტიკაში წამოჭრილი ამოცანების გადაწყვეტაში ;
•    მონაცემთა ბაზების სტატისტიკური დამუშავება სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით (Excel, SPSS, R);
•    მათემატიკური ხედვა ბიზნესში და მისი უპირატესობა;
•    სხვადასხვა სახალისო ამოცანები.
სემინარები ჩატარდება თსუ მე-11 კორპუსის # 407/414 კომპიუტერულ კლასში.
მსემენელებს საშუალება ექნებათ ინდივიდუალურად დაამუშაონ რეალური გამოკვლევის მონაცემთა ბაზები კომპიუტერის გამოყენებით.
სემინარი იმუშავებს კვირაში 1 დღე, 2 აკადემიური საათის ხანგრძლივობით.
სემინარში მონაწილეობის მსურველებმა მიმართეთ ბ-ნ ომარ ფურთუხიას # 304 ოთახში.

მორიგი სემინარი გაიმართება 11 ნოემბერს, ორშაბათს,
15:00 საათზე,  # 414 აუდიტორიაში.
თემა: მონაცემთა ბაზის დამუშავება MS Excel-ის გამოყენებით.
ლექტორი: აკაკი დანელია - თბილისის მერია.
მოკლე ანოტაცია.  განხილული იქნება: ა)  მონაცემთა სიხშირული ანალიზი (სიხშირული განაწილების ცრილი; ჯვარედინი ცხრილი); ბ) დიაგრამების აგება; გ) ცენტრალური ტენდენციისა და ვარიაციის საზომები MS Excel-ში.

Print

« იხ. ყველა სიახლე