2017-02-13

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს დადგენილება მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახის დახმარების შესახებ

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2017 წლის 7 თებერვლის სხდომაზე განხილული იყო ა(ა)იპ „გენი ქართული“-ს მიერ მოწოდებული ინფორმაცია მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახების შესახებ. ერთ-ერთი მათგანია ვეფხვია ღვალაძის ოჯახი. ჰყავთ 10 შვილი, აქედან 8 არასრულწლოვანი. ერთი შვილი არის სპეციალური საჭიროების მქონე სტატუსის მატარებელი. ოჯახი არის იძულებით გადაადგილებული, ცხოვრობენ ბოლნისის რაიონის სოფელ ტანძიაში (ტელ. 555622080). ოჯახი საჭიროებს დახმარებას. მსურველებს შეუძლიათ ნებისმიერი  თანხის ჩარიცხვა ლარში (ს.ს. „თიბისი ბანკი“, საბანკო კოდი TBCBGE22, მიმღების დასახელება - ვეფხვია ღვალაძე, ანგარიშსწორების ანგარიში - GE83TB7300645063600054).
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის თანამშრომლებს შეუძლიათ შეავსონ განაცხადის ფორმა, რომლის შემდგომაც ანგარიშზე გადასარიცხი თანხა ჩამოეჭრებათ ხელფასიდან. განაცხადი წარმოადგინონ თსუ კანცელარიაში (თსუ პირველის კორპუსი, ოთახი 114).

იხილეთ განაცხადის ფორმა

Print

« იხ. ყველა სიახლე