2015-12-14

ზამთრის სკოლა „მიკრო და ნანოსტრუქტურების კვლევის მეთოდები“

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით  2016 წლის 31 იანვრიდან 9 თებერვლამდე ქ. სიღნაღში ატარებს ზამთრის სკოლას „მიკრო და ნანოსტრუქტურების კვლევის მეთოდები“.

ზამთრის სკოლაში წარმოდგენელი იქნება მიკრო და ნანო სტრუქტურების კვლევის თანამედროვე ექსპერიმენტული, თეორიული და  რიცხვითი მეთოდები.

ზამთრის სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ ფიზიკის, მათემატიკის,  ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის და კომპიუტერულ მეცნიერებათა   მიმართულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს.
სტუდენტებს აუნაზღაურდებათ სკოლაში მონაწილეობის, სასტუმროში ცხოვრების, კვების და მგზავრობის (თბილისი-სიღნაღი-თბილისი) ხარჯები
ზამთრის სკოლაში მონაწილეობისთვის ფიზიკის და ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის  მიმართულების სტუდენტებს მოეთხოვებათ კრედიტები  ატომისა და ატომ ბირთვის  ფიზიკის სასწავლო კურსში; მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერებათა მიმართულებების სტუდენტებს მოეთხოვებათ კრედიტები დიფერენციალურ განტოლებებსა და რიცხვით ანალიზში.
ზამთრის სკოლაში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა 2015 წლის 15 დეკემბრიდან 22 დეკემბრის 18 საათამდე უნდა წარმოადგინონ თსუ მე-2 კორპუსის 108 ოთახში.

•    განცხადება სკოლის საორგანიზაციო კომიტეტის სახელზე
•    პირადობის მოწმობის ასლი,
•    ცნობა აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ სემესტრის და სასწავლო პროგრამის მითითებით.
•    ამონაწერი სასწავლო ბარათიდან.


წარმოდგენილი განაცხადების საფუძველზე საორგანიზაციო კომიტეტი მოახდენს სტუდენტთა შერჩევას. შერჩევის ძირითადი კრიტერიუმია მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA). საჭიროების შემთხვევაში საორგანიზაციო კომიტეტი უფლებამოსილია ჩაატაროს გასაუბრება.

შერჩეულ კანდიდატებს შედეგები ეცნობათ ელექტრონული ფოსტით.

Print

« იხ. ყველა სიახლე