2013-06-06

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების წარმატება ესეების კონკურსში


 5 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიება გაიმართა.
სტუდენტური ესეების კონკურსი USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია” ფარგლებში ჩატარდა.
ღონისძიებას აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორი სტივენ ჰაიკინი დაესწრო, რომელმაც კლიმატის ცვლილების საკითხებზე სტუდენტთა ესეების კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვა.
კონკურსში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები მონაწილეობდნენ. ჟიურიმ 10 საუკეთესო ნაშრომი გამოავლინა და კონფერენციაზე მათგან 3 საუკეთესო ესე შეარჩია. გამარჯვებულები ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები:  მერი აბულაშვილი, ნიკა წითელაშვილი და ლიკა აბრალავა გახდნენ.

Print

« იხ. ყველა სიახლე