2016-09-12

სტუდენტური კონფერენცია „ მეცნიერება და ტექნოლოგიები“


საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის, ინჟინერიის და მათემატიკის სკოლა სამეცნიერო ფესტივალის ფარგლებში 25 სექტემბერს მართავს სტუდენტურ კონფერენციას „ მეცნიერება და ტექნოლოგიები“. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს.
  • კონფერენციის ძირითადი მიმართულებებია:
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
  • მათემატიკა;
  • კომპიუტერული მეცნიერებები;
  • თანამედროვე ტექნოლოგიები;
საუკეთესო მოხსენებებისთვის გაიცემა პრიზები და სერთიფიკატები.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გააგზავნონ მოხსენებათა თეზისები  (1 -დან 3 გვერდამდე; conf2016@ug.edu.ge), რომელიც დაიბეჭდება საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობაში.
დეტალური ინფორმაციისათვის სტუდენტებს შეუძლიათ მიმართონ საქართვლოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის, ინჟინერიის და მათემატიკის სკოლას ( ქ. თბილისი, კოსტავას 77-ა, მე-4 კორპუსი #208; ტელ: 2 552222)
კონფერენცია გაიმართება სასტუმრო ROOMS-ში (ქ. თბილისი, კოსტავას 14). საკონფერენციო ოთახი #2.

Print

« იხ. ყველა სიახლე