2013-04-08

ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსი

 
ფონდი "საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები" აცხადებს სამეცნიერო პროექტების მიღებას ევროკავშირის ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსზე წარსადგენად.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ 15-დან 20 წლამდე (პირველკურსელ) ახალგაზრდებს.

მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ სამეცნიერო ნაშრომის მოკლე/ძირითადი შინაარსი (abstract). შემდეგ ჩატარდება დასწრებული ტური, სადაც პროექტების ავტორებმა მოწვეული ჟიურის წინაშე უნდა წარმოადგინონ საკუთარი ნაშრომები (stands). დასწრებულ ტურში გამარჯვებული პროექტები ნომინირებული იქნება ევროკავშირის ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 2013 წლის სექტემბრის ბოლოს ჩატარდება ქ. პრაღაში. კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს აანაზღაურებს ევროკავშირი.

პროექტების წარმოდგენა შესაძლებელია შემდეგ დარგებში: ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, მედიცინა, გეოლოგია, ეკოლოგია, საინჟინრო, ინფორმატიკა, სოციალური დარგები და ეკონომიკური მეცნიერებანი. პრიორიტეტი მიენიჭება ორიგინალურ და ინოვაციურ პროექტებს.

სამეცნიერო აბსტრაქტების გამოგზავნა შესაძლებელია ელ. მისამართზე: eucontest24@gmail.com 2013 წლის 12 აპრილის ჩათვლით.

Print

« იხ. ყველა სიახლე