2016-09-21

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე სემესტრის სტუდენტთა საყურადღებოდ!!!

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფრანგულენოვანი საბაკალავრო პროგრამა „კომპიუტერული მეცნიერება“ აცხადებს მიღებას ფაკულტეტის მესამე სემესტრის სტუდენტებისთვის.

ინფორმატიკის ფრანგულ-ქართული საბაკალავრო პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს ევროპული დონის სწავლებას ინფორმატიკაში და საფრანგეთში სწავლის შესაძლებლობას მინიმუმ ერთი სემესტრის განმავლობაში. პროგრამის კურსდამთავრებულები ერთდროულად მიიღებენ ორ დიპლომს: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრისა და უნივერსიტეტ პარიზი 8-ის ეროვნულ დიპლომებს.

წარმატებული კურსდამთავრებულები დაფინანსდებიან საფრანგეთის უნივერსიტეტებში მაგისტრატურაზე სწავლის გასაგრძელებლად.
ფრანგული ენის ცონდა აუცილებელი არ არის!!!

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ :  
ტელ: 2300196, 557521070;
ვებ-საიტი:  www.ffi.tsu.ge
Print

« იხ. ყველა სიახლე