2016-11-28

"იმუნოლოგიური კვლევის მეთოდების სკოლა უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით".

2016 წლის 21-25 დეკემბერს ივ. ჯავახიშვილის სახ.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება "იმუნოლოგიური კვლევის მეთოდების სკოლა უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით". სკოლა დაფინანსებულია რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ სეზონური სკოლების კონკურსის ფარგლებში.  სკოლა ტარდება საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის მხარდაჭერით. სკოლა განკუთვნილია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის იმუნოლოგიის დარგის  ან მომიჯნავე მიმართულებებით.   

მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს მისამართზე - http://immunoschool.tsu.ge

რეგისტრაციის ვადები - 21 ნოემბერი - 2 დეკემბერი 
გასაუბრების თარიღი (საჭიროების შემთხვევაში)  - 5 დეკემბერი

შესარჩევი კონკურსის შედეგების გამოცხადება - 7 დეკემბერი.

რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია :

    ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან აკადემიური სტატუსის შესახებ აკადემიური მოსწრების (GPA) მითითებით.
    სამოტივაციო წერილი (pdf. ფორმატში) 
     მოკლე ბიოგრაფია (CV) (pdf. ფორმატში)
     სარეკომენდაციო წერილი/წარდგინება

სკოლის მონაწილეეთა შერჩევა  განხოციელდება ორ  ეტაპად:

პირველ ეტაპი

რეგისტრირებული სტუდენტების პირველადი  შერჩევა დოკუმენტაციის საფუძველზე.

მეორე ეტაპი

გასაუბრება  (რეგიონული უნივერსიტეტებისთვის სკაიპით) 

სკოლის სამუშაო პროგრამა და სხვა დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სკოლის ვებ.გვერდზე - http://immunoschool.tsu.ge


საკონტაქტო ინფორმაცია:

სკოლის სამეცნიერო ხელმძღვანელი - ნუნუ მიცკევიჩი

ტელ.: 230-46-81 (თსუ). 599933393 (მობ.)

ელ. ფოსტა - immunoschool@gmail.com,
Print

« იხ. ყველა სიახლე