2013-07-28

ქართველი სტუდენტების მორიგი წარმატება საერთაშორისო მათემატიკურ ოლიმპიადაში

2012 წელიც წარმატებული გამოდგა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  საერთაშორისო მათემატიკური ინტერნეტ ოლიმპიადის სუპერფინალის მონაწილე სტუდენტებისათვის.

ოლიმპიადის სუპერფინალი გაიმართა  ა.წ. 11 - 13 სექტემბერს არიელის (ისრაელი) უნივერსიტეტში. ოლიმპიადაში მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 14 გუნდი, სულ 70 სტუდენტი. ქართველმა სტუდენტებმა სუპერფინალზე მიწვევა  გუნდურ   და პირად  ფინალში მიღწეული შედეგების გამო დაიმსახურეს.

გათამაშდა 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი. ჩვენმა სტუდენტებმა ალექსანდრე ლომაძემ და ბექა ერგემლიძემ დაიმსახურეს  ვერცხლის მედლები. დანარჩენმა ორმა მონაწილემ ნიკა სალიამ და მიხეილ მებონიამ - შესაბამისად მეორე და მესამე ხარისხის დიპლომები.

გუნდურ ასპარეზობაში გათამაშებული სამი მედლიდან (1 ოქრო 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო) საქართველოს გუნდმა ბრინჯაოს მედალი აიღო.

ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს ამ დიდ გამარჯვებას და კვლავაც წარმატებებს ვუსურვებთ!
Print

« იხ. ყველა სიახლე