2014-06-18

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების ქართულ-გერმანული სამეცნიერო ვორკშოპში წარსადგენი სასტენდო მოხსენებების შესახებ


ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარდა კონკურსი ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის ქართულ-გერმანული სამეცნიერო  სკოლა ვორქშოპში (GGSWBS14) მონაწილეობის მისაღებად. კონკურსის შედეგად შეირჩა 27 სასტენდო მოხსენება.

ამა წლის 27 ივნისის 12:00 საათამდე ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი მოხსენებები დაიბეჭდება ფაკულტეტის ხარჯებით. საკუთარი ხარჯებით დაბეჭდვის შემთხვევაში შერჩეულმა სტუდენტებმა შეუძლიათ წარმოადგინონ დაბეჭდილი პოსტერი ამა წლის 4 ივლისის 12:00 საათამდე. სასტენდო მოხსენებები უნდა აკმაყოფილებდნენ გარკვეულ სტანდარტებს.

პოსტერის ელექტრონული ვერსიის წარსადგენად და დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ საკონტაქტო პირს:

ალექსანდრე თევზაძე
თსუ II კორპუსი, ოთახი 108
alexander.tevzadze@tsu.ge
Print

« იხ. ყველა სიახლე