2017-04-04

გრიგოლ თუმანიშვილის სტიპენდიის მოსაპოვებლად სტუდენტთა შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს გრიგოლ თუმანიშვილის სტიპენდიის მოსაპოვებლად.

  •     სტიპენდია ენიჭება უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის საგანმანათლებლო მიმართულების (სპეციალობა - მორფოლოგია) მაგისტრატურის ერთ სტუდენტს (საქართველოს მოქალაქე) ყოველსემესტრულად, 5 თვის ვადით
  •    საკონკურსო განაცხადის მიღება მოხდება 2017 წლის 6 აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში (თსუ XI  კორპუსი, ოთახი #348) 10 სთ-დან 18 სთ-მდე.
  •   სტიპენდიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) პროფესიული ავტობიოგრაფია;
გ) აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
დ) სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.


რექტორის ბრძანება

დეკანის ბრძანება
Print

« იხ. ყველა სიახლე