2014-09-24

კონფერენცია კომპიუტერულ მეცნიერებებში სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის!



ამა წლის 24-28 ნოემბერს, ქ. კიევში ტარდება სტუდენტების და ახალგაზრდა მეცნიერების კონეფრენცია თემაზე „კიბერნეტიკის თეორიული და გამოთვლითი ასპექტები“. კონფერენციის თემატიკა მოიცავს კომპიუტერულ მეცნიერებებს, გამოყენებით მათემატიკას, ხელოვნური ინტელექტისა და კომპიუტერულ ინჟინერიას.

მონაწილეობის მისაღებად საჭიროა რეგისტრაცია და კონფერენციის მიერ მოცემული ფორმატით ინგლისურ ენაზე მომზადებული ნაშრომის გაგზავნა. დაგეგმილია კონფერენციის მასალების პუბლიკაციაც.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 20 ოქტომბერი. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი დააფინანსებს კონფერენციაზე მიწვეული სტუდენტების ხარჯებს.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ კონფერენციის ვებ გვერდი: http://taac.org.ua/en

Print

« იხ. ყველა სიახლე