2016-02-26

მეცნიერების თასი 2015-2016 სკოლის მოსწავლეთათვის

2016 წლის 27 თებერვალს, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით,  X-XII კლასის მოსწავლეთათვის ტარდება ‘’მეცნიერების თასი 2015–2016’’ –ფინალური ტური, რომელშიც მონაწილეობს ნახევარფინალურ ტურში გამარჯვებული საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების 11 გუნდი.
თითოეულ გუნდში 5 მონაწილეა.  მოსწავლეებმა პასუხი უნდა გაცენ 27 შეკითხვაზე. აქედან. 3–3 შეკითხვა – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგებიდან (მათემატიკა, ფიზიკა, ელექტრონიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია და გეოლოგია), ხოლო 3–3 შეკითხვა – თსუ და SDSU-ს  შესახებ.

მონაწილე  გუნდების თითოეულ წევრს გადაეცემა სერტიფიკატი და სამახსოვრო სუვენირი.

გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა თასი სამახსოვრო წარწერით.
გამარჯვებული გუნდის იმ წევრებისათვის, რომლებიც 2016 წელს ჩაირიცხებიან
SDSU-საქართველო თსუ პროგრამებზე  სან–დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი –საქართველო აწესებს სასწავლო სტიპენდიას.

შესარჩევი ტურები ჩატარდა დისტანციურად ონლაინ რეჟიმში, ტემპუსის პროექტის - ARMAZEG-ის მხარდაჭერით, რაც თანამედროვე ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვის საქმეს ემსახურება. ფინალური ტური ტარდება თსუ პირველ კორპუსში, კვლავ ონლაინ რეჟიმში,

მონაწილე გუნდების გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ თვალყური ადევნონ რეგისტრაციის და ფინალური ტურის მიმდინარეობას ონლაინ რეჟიმში, თსუ პირველ კორპუსში, ოთახი 214

დღის წესრიგი :
12.00–12.45  გუნდების რეგისტრაცია (თსუ I კორპუსი, ოთახი 022)
13.00–15.15 ფინალური ტური  (თსუ I კორპუსი, ოთახი 07)
15.15 –16.00 ფურშეტი
16.00 –17.00  შედეგების გამოცხადება და დაჯილდოება


Print

« იხ. ყველა სიახლე