2010-05-04

ესტატე ხმალაძის სტიპენდიანტები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ესტატე ხმალაძის სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის გადაწყვეტილებით 2009-2010 სასწავლო წლის სტიპენდია დაენიშნათ თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის შემდეგ სტუდენტებს:

  1. ბიძინა აბესაძეს – თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის I კურსის მაგისტრანტს,
  2. ბესიკ ჩიქვინიძეს – თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის II კურსის მაგისტრანტს.

სტუდენტებისათვის სტიპენდიის გადაცემის საზეიმო ღონისძიება 2010 წლის 5 მაისს 14:30 საათზე თსუ XI კორპუსის 107 აუდიტორიაში. 2009-2010 წლის სტიპენდიის დაწესებისათვის მადლობას ვუხდით ბატონ ესტატე ხმალაძეს და ბატონ კალისტრატე კახიანს.
Print

« იხ. ყველა სიახლე