2015-03-27

კონკურსი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტანისლავ ტოლპას სტიპენდიის მისაღებად


ცხადდება კონკურსი თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტანისლავ ტოლპას სტიპენდიის მისაღებად. სტიპენდია განკუთვნილია ვრაცლავის უნივერსიტეტში გარემოს დაცვისა და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერების მიმართულებით ერთიდან სამ თვემდე მივლინებისათვის 2015 წლის 1 ოქტომბრიდან 2016 წლის 30 ივნისის პერიოდის განმავლობაში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 35 წლამდე ასაკის დოქტორანტებს და ფაკულტეტის სხვა თანამშრომლებს.  დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი:  http://www.up.wroc.pl/students/13920

კონკურის პირობები

-    ასაკი 35 წლამდე (2016 წლის 30 ივნისის მდგომარეობით);
-    ინგლისური ენის ცოდნა (კომუნიკაცია და წერა);

წარსადგენი დოკუმენტების სია:

1.    სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
2.    CV (ინგლისურ ენაზე);
3.    პასპორტის ასლი;

საბუთების წარდგენა: თსუ II კორპუსი, ოთახი 108, 6 აპრილის 15 საათამდე.

გასაუბრება ჩატარდება 7 აპრილს. გასაუბრების ზუსტი დრო და ადგილი გეცნობებათ ელექტრონული ფოსტით.

კანდიდატების შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტებისა და  ინგლისურ ენაზე გასაუბრების საფუძველზე.


 


Print

« იხ. ყველა სიახლე