2013-10-07

2013 მინი გრანტების საკონკურსო პროგრამა


აპლიკაციების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2013 წლის 31 ოქტომბერი, 17: 00 სთ (თბილისის დრო)
აშშ სამოქალაქო კვლევებისა და განვითaრების ფონდი (CRDF Global) და საქართველოს სამეცნიერო- ტექნოლოგიური განვითარების ფონდი (GRDF) იწვევს მეცნიერებს 2013 მინი გრანტების საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამა გასცემს გრანტებს ისეთი ღონისძიებებისათვის, როგორიცაა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის სამოგზაურო ხარჯები, კვლევის ახალი მიმართულებების მოძიება უფროს მეცნიერებთან ერთად, ტრენინგი ახალგაზდა მეცნიერებისათვის, პუბლიკაციების მომზადება და გამოქვეყნება და ა.შ. როგორც პროგრამის ინსტრუქციებშია მოცემული, კონკურსში წარმოდგენილი აპლიკაციები უნდა აკმაყოფილებდეს აშშ თaვდაცვისა და საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) კოოპერაციული ბიოლოგიური ჩართულობის პროგრამის (CBEP) მიზნებსა და პრიორიტეტებს. პრიორიტეტი მიენიჭება აპლიკაციებს, რომლებიც წარმოაჩენს პირდაპირ და მნიშვნელოვან მხარდაჭერას დამწყები მეცნიერებისათვის, ასევე პროექტებსა და საქმიანობას, რომელიც განხორციელდება ექვსი თვის ვადაში. აღნიშნული კონკურსის ფარგლებში, გაიცემა დაახლოებით 12 გრანტი, თითოეული მაქსიმუმ $10,000 ოდენობით. კონკურსისთვის საჭირო დაფინანსება მიღებულია DTRA-ს მიერ CRDF Global-ისადმი მინიჭებული ფუნდამენტალური კვლევების გრანტის  #HDTRA1-11-1-0061 ფარგლებში.
კონკურსისა და აპლიკაციის წარმოდგენის პირობებზე სრული ინფორმაცია იხილეთ CRDF Global-ის ( http://www.crdfglobal.org/grants-and-grantees/current-funding-opportunities/2013/09/26/2013-georgia-mini-grant-competition ) და GRDF-ის ( http://www.grdf.ge/current-funding-opportunities ) ვებგვერდებზე.    

Print

« იხ. ყველა სიახლე