ფაკულტეტის დებულება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე რეფორმის პროცესში, 2005 წლის მაისში, არსებული 22 ფაკულტეტის ბაზაზე ჩამოყალიბდა 6 ფაკულტეტი, რომელთაგან ერთ-ერთი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტია. ფაკულტეტი შედგება სასწავლო-სამეცნიერო, სასწავლო, სამეცნიერო, დამხმარე სასწავლო-სამეცნიერო და სხვა დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან.

ფაკულტეტი აკადემიური თავისუფლებისა და ინსტიტუციური ავტონომიის პირობებში ახორციელებს სასწავლო პროგრამებსა და სამეცნიერო კვლევებს. ფაკულტეტი ვალდებულია, შეუქმნას სტუდენტს და ფაკულტეტის პერსონალს საქართველოს სახელმწიფოს განვითარების დონიდან გამომდინარე სათანადო პირობები სწავლის, სწავლების და სამეცნიერო კვლევისათვის; უზრუნველყოს მეცნიერების შესაბამის დარგში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მომავალზე ორიენტირებული განათლების მიღების შესაძლებლობა და მუდმივად იზრუნოს სასწავლო და სამეცნიერო პირობების გაუმჯობესებაზე.


 

loading