ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-12-28

თსუ ინგლისურენოვანი გაცვლითი პროგრამები

ცხადდება კონკურსი ბაკალავრიატის III, IV, V სემესტრის და მაგისტრატურის I სემესტრის სტუდენტებისათვის 2018/2019 სასწავლო წლის (შემოდგომის სემესტრი) ინგლისურენოვანი სასწავლო სტიპენდიების მოსაპოვებლად.

საბაკალავრო სტიპენდიების ჩამონათვალი სასწავლო მიმართულებების მიხედვით:

ტარტუს უნივერსიტეტი (ესტონეთი) 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, იურიდიული, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტები (www.ut.ee);

ლატვიის უნივერსიტეტი (ლატვია) 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტები (www.lu.lv) ;

  ვილნიუსის უნივერსიტეტი (ლიტვა) 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის, იურიდიული, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტები (www.vu.lt);

ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი (ლიტვა)  
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და იურიდიული ფაკულტეტები (www.vdu.lt/en); 

პრაღის კარლოვის უნივერსიტეტი (ჩეხეთი) 
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტები (www.cuni.cz/UKENG-1.html);

ლოძის უნივერსიტეტი (პოლონეთი) 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის და იურიდიული ფაკულტეტები
www.uni.lodz.pl/

სამაგისტრო სტიპენდიები სასწავლო მიმართულებების მიხედვით:

ვარშავის უნივერსიტეტი (პოლონეთი) 
ეკონომიკისა და ბიზნესის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტები (www.iro.uw.edu.pl

ლოძის უნივერსიტეტი (პოლონეთი) 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის და იურიდიული ფაკულტეტები.
www.uni.lodz.pl/

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
ენის ინსტიტუციონალური ტესტირება (2017 წლის 3 და 9 ოქტომბერი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დაიშვებიან მხოლოდ ის სტუდენტები, რომლებმაც მიიღეს 71-ი ქულა და ზემოთ);

დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);

გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
1.პასპორტის ასლი (სურათიანი გვერდი);
2.CV ინგლისურ ენაზე (euro pass –ფორმატში);
3.ნიშნების ამონაწერი (GPA-ის მითითებით, ქართულ ენაზე);
4.მოტივაციის წერილი ხელმოწერილი სტუდენტის მიერ (ინგლისურ ენაზე);
5.რეკომენდაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, რეკომენდატორის ხელმოწერითა და ფაკულტეტის ბეჭდით დამოწმებული);
6.ბაკალავრიატში ან მაგისტრატურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
7.ბაკალავრის დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლი (მაგისტრატურის სტუდენტებისათვის).

დაინტერესებულმა სტუდენტებმა  2018 წლის 31 იანვრის 18:00 საათამდე,  უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში; თითოეული დოკუმენტი დაასკანერეთ ცალ-ცალკე და დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურ ენაზე) შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: exchange@tsu.ge

მეილის სათაურში მიუთითეთ: თსუ ინგლისურენოვანი გაცვლითი პროგრამა

მეილის ტექსტში ჩაწერეთ მონაცემები შემდეგი თანმიმდევრობით:
1.სახელი და გვარი (ქართული და ლათინური შრიფტით, როგორც გაქვთ პასპორტში)
2.სწავლის საფეხური (BA,MA)
3.ფაკულტეტი
4.სემესტრი
5.აკადემიური შეფასების საშუალო ქულა(GPA)
6.ინგლისური ენის ტესტში მიღებული ქულა
7.საკონტაქტო ელ.ფოსტა
8.საკონტაქტო მობილურის ნომერი
9.პრიორიტეტების მიხედვით სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინატორს ლელა კაცაძეს ელ-ფოსტის მისამართზე: lela.katsadze@tsu.ge

შენიშვნა: 
•კონკურსი/ზეპირი გასაუბრების ჩატარების სავარაუდო პერიოდია 2018 წლის მარტის თვე. ზუსტ თარიღს და დროს გაცნობებთ დამატებით. 
•უნივერსიტეტების ჩამონათვალში შესაძლოა შევიდეს ცვლილება, გთხოვთ პერიოდულად შეამოწმოთ ჩამონათვალი. 
•სტიპენდია მოიცავს ერთ სემესტრიან მობილობას.
•შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის, საერთაშორისო მგზავრობის და საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
•გთხოვთ გაითვალისწინოთ: 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილრე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია.  
•დაგვიანებული ან/და არასრული აპლიკაციები არ განიხილება!

ხშირად დასმული კითხვები
Print

« იხ. ყველა სიახლე