2017-12-05

მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს მიერ დეკანის არჩევნების გამოცხადება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის არჩევნების გამოცხადების შესახებ

მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს 2017 წლის 29 ნოემბრის სხდომის ოქმი №13

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 21-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 24 აპრილის №40/2014 დადგენილების საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საბჭო აცხადებს:

1.    გამოცხადდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის (შემდგომში - ფაკულტეტის) დეკანის არჩევნები;

2.    ფაკულტეტის დეკანის არჩევნები ჩატარდეს 2018 წლის 22 იანვარს, 14:00 საათიდან 17:00 საათამდე;

3.    დეკანის თანამდებობის დაკავების მსურველ პირთა განცხადებების მიღება მოხდეს 2018 წლის 8 იანვრიდან 2018 წლის 18 იანვრის ჩათვლით (10:00 საათიდან 18:00 საათამდე); მედიცინის ფაკულტეტის კანცელარიაში (მისამართი: თბილისი, ბელიაშვილის N78, III სართული, ოთახი N330);

4.    დეკანის თანამდებობის დაკავების მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს:
4.1.    განცხადება ფაკულტეტის საბჭოს სახელზე. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს დეკანის თანამდებობის დაკავების მსურველი პირის სახელი და გვარი (ვინაობა), საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, სასურველი თანამდებობის ზუსტი დასახელება;
4.2.    განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ) ორი ფოტოსურათი (3X4);
დ) ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია (არაუმეტეს 5 გვერდი);
ე) ცნობა სამედიცინო ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
ვ) ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ;
4.3.    ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი რეგისტრირებულად ჩაითვლება, თუ იგი წინამდებარე განცხადების მე-3 მუხლში დადგენილ ვადაში ფაკულტეტის კანცელარიაში სრულყოფილად წარმოადგენს ამავე განცხადების 4.1 და 4.2 პუნქტებში მითითებულ დოკუმენტაციას;

5.    ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული საარჩევნო პროცედურები წესრიგდება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული საარჩევნო პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 24 აპრილის №40/2014  დადგენილებით. 
Print

« იხ. ყველა სიახლე