მსოფლიო ინსულტის ორგანიზაციის მე-7 საერთაშორისო შეხვედრა თბილისი 2018: ინსულტის პრევენცია,დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ინსულტის ასოციაციის ორგანიზებით 27-29 სექტემბერს, სასტუმრო თბილისი მერიოტში, ჩატარდება მე-7 რეგიონული კონფერენცია - "თბილისი 2018: ინსულტის პრევენცია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა” 

ღონისძიება ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის (World Stroke Organization, WSO) ეგიდით იმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ინსულტის დარგში მოღვაწე მსოფლიოს გამოჩენილი მკვლევრები და პრაქტიკოსები დასავლეთ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, ისრაელიდან, საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან. 

შეხვედრის ძირითადი მიზანია ინსულტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე სამეცნიერო კონცეფციებისა და პრაქტიკული მოსაზრებების გაცვლა. შეხვედრის სამიზნე აუდიტორიაა: ნეირომეცნიერები, ნევროლოგები, ინსულტის სპეციალისტები, ასევე ნეიროქირურგები, სისხლძარღვთა ქირურგები, რადიოლოგები და ზოგადი პრაქტიკოსები.











გამოქვეყნების თარიღი:2019-02-15 14:06:01