2011-02-11

ესტონეთის ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული სააგენტოს განვითარების მენეჯერი, დოქტორი მაიკი უდამი გამართავს ორდღიან სემინარს თემაზე: ”კურიკულუმის განვითარება”

2011წლის 21-22 თებერვალს,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსში, 332-ე (რუმინეთის) აუდიტორიაში თსუ-სა და ტალინის უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში, ესტონეთის ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული სააგენტოს განვითარების მენეჯერი, დოქტორი მაიკი უდამი გამართავს ორდღიან სემინარს თემაზე: ”კურიკულუმის განვითარება”. აღნიშნული სემინარი განკუთვნილია უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისათვის. გთხოვთ დაესწროთ.

სემინარში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ შეგვატყობინოთ  მისამართზე-makajorb@yahoo.com
Print

« იხ. ყველა სიახლე