2017-12-07

გამოცხადდა კანდიდატთა შერჩევა პროგრამაზე - „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტთა ფინანსური წახალისების მიზნით

პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე საახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ “ რექტორის 2017 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №:255/01-01 ბრძანებით განისაზღვრა ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტთათვის სტიპენდიების მინიჭების წესი (იხ: სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2017 წლის 6 დეკემბრის №:255/01-01).

აღნიშნული ბრძანების შესაბამისად, მედიცინის ფაკულტეტიდან უნდა დაფინანსდეს მიმდინარე სემესტრში აქტიური სტატუსის მქონე დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამის 40 სტუდენტი. სტიპენდიით დაფინანსება ითვალისწინებს უნივერსიტეტის ბდიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთა დაფინანსებას თსუ–ში წინა სემესტრში მიღებული ქულების შედეგების გათვალისწინებით,შერჩევის საფუძველზე. ასევე, დაფინანსება გაიცემა იმ სტუდენტებზე, რომლებიც წინა კალენდარულ სემესტრში იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გამო, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს მუნდუსის პროექტების, საერთაშორისო საგანამანთლებლო პროგრამებისა და თსუ-სა და უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებს (პარტნიორ უნივერსიტეტებს) შორის გაფორმებული ხელშეკრულებების/მემორანდუმების საფუძველზე.  

შერჩევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:  
1) პირადი განცხადება იურიდიული ფაკულტეტის დეკანის სახელზე; განცხადების ფორმა
2) პირადობის მოწმობის ასლი;  
3) წინა სემესტრის განმავლობაში ( 2017 წლის 28 თებერვლიდან  2017 წლის 1 აგვისტომდე ) საქართველოში ან საზღვარგარეთ ჩატარებულ სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (დათარიღებული სერთიფიკატი ან ცნობა), ასეთის არსებობის შემთხვევაში. (რადგანაც შერჩევა ხორციელდება წინა სემესტრის შედეგების გათვალისწინებით,  იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტით არ დგინდება სამეცნიერო სტუდენტური    კონფერენციის ჩატარების ზუსტი თარიღი, შერჩევის პროცესში დოკუმენტი არ იქნება მხედველობაში მიღებული);  
4)  გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის/ნაშრომების ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.  სამეცნიერო ნაშრომი ასევე გამოქვეყნებული უნდა იყოს წინა სემესტრში ( 2017 წლის 28 თებერვლიდან  2017 წლის 1 აგვისტომდე ), რაც უნდა დასტურდებოდეს სამეცნიერო ნაშრომის წარმოდგენილი ასლით;  
5) იმ სტუდენტებმა, რომლებმაც წინა კალენდარულ სემესტრში იმყოფებოდნენ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გამო, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს მუნდუსის პროექტების, საერთაშორისო საგანამანთლებლო პროგრამებისა და თსუ-სა და უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებს (პარტნიორ უნივერსიტეტებს) შორის გაფორმებული ხელშეკრულებების/მემორანდუმების საფუძველზე, უნდა წარმოადგინონ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია თარგმნილი ქართულ ენაზე, დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.  
6) „საქართველოს ბანკის“ საბანკო ანგარიშის ნომრის ამონაწერი.  

დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს მიმდინარე წლის 7 დეკემბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით (14–დან 17 საათამდე), მედიცინის ფაკულტეტის კანცელარიაში, მისამართი: თბილისი, ბელიაშვილის ქ.№78, ოთახი N330.   
    
გისურვებთ წარმატებებს!
Print

« იხ. ყველა სიახლე