2020-07-03
თსუ მედიცინის ფაკულტეტისა და მორფოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფი გახდა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 წლის ორი საგრანტო კონკურსის გამარჯვებული.
თსუ მედიცინის ფაკულტეტისა და მორფოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფი (პროფესორები - ნოდარ ხოდელი, ზურაბ ჩხაიძე, დიმიტრი კორძაია, დოქტორანტები - ოთარ ფილიშვილი, ნინო ინაური, გიორგი სტურუა და ლაბორანტი მაია მუმლაძე) გახდა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 წლის ორი საგრანტო კონკურსის გამარჯვებული.
• ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი: პროექტი ”ახალი უნივერსალური საპერფუზიო მოწყობილობის საშუალებით ორგანოთა ტრანსპლანტატების “ex vivo” შენახვის/რეკონდიცირების მეთოდების ექსპერიმენტული კვლევა“ (№ FR-19-7543); პროექტის ხელმძღვანელი - პროფ. ზურაბ ჩხაიძე; პროექტის ხანგრძლივობა სამი წელი, ბიუჯეტი: 269 861 ლარი.
• გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროგრამის კონკურსი (გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროგრამა წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის - Georgia National Innovation Ecosystem-GENIE - ნაწილს, რომელსაც საქართველოსა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად ახორციელებს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი): პროექტი: ”დიგიტალიზაციის გამოყენებით გულ-ფილტვის შემოვლის აპარატის სისხლნაკადის მართვის ინოვაციური ტექნოლოგიისა და მოწყობილობის შემუშავება, დანერგვის შეთავაზება და ტრანსფერი“ (№ CARYS-19-1227); პროექტის ხელმძღვანელი - პროფ. ნოდარ ხოდელი; პროექტის ხანგრძლივობა ერთი წელი, ბიუჯეტი: 249 524 ლარი.
ვულოცავთ თსუ მეცნიერებს ამ წარმატებას და საინტერესო სამეცნიერო მოღვაწებას ვუსურვებთ!
![](/data/image_db/medicine/%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%20%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C_U4J3v_-FCY.jpg)
![](/data/image_db/medicine/%E1%83%92%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%20%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C_JCYqQ3AfAa.jpg)
![](/data/image_db/medicine/%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90_kwcKNdP86k.jpg)
![](/data/image_db/medicine/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90_2VaZ4PA321.jpg)
« იხ. ყველა სიახლე