ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-07-09

კავკასიის უნივერსიტეტი, ”ფრიდრიხ ებერტისა” და ”ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითრების” ფონდების ხელშეწყობით, 2014 წლის 25-26 ოქტომბერს ატარებს მეექვსე სტუდენტურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ”ევროპის სამხრეთ კავკასიასთან ინტეგრაციის პერსპექტივები“.


კონფერენციის დანიშნულებაა:

•    საუკეთესო ნაშრომების წარმოჩენა;
•    სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს შორის საქმიანი კავშირების დამყარება;
•    საერთაშორისო სტუდენტური შემოქმედებითი ჯგუფების ჩამოყალიბება.

საუკეთესო ნაშრომები დაჯილდოვდება და დაიბეჭდება საკონფერენციო შრომების კრებულში.
კავკასიის უნივერსიტეტი, ’’ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარებისა“ და ”ფრიდრიხ  ებერტის”  ფონდების ხელშეწყობით, ფარავს სტუდენტებისათვის საცხოვრებელ  და საორგანიზაციო  ხარჯებს (მგზავრობის გარდა).

მეტი ინფორმაცია: იხილეთ ბმული

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი.

Print

« იხ. ყველა სიახლე