Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

ჟურნალი ნომერი: 5

ემოციური ინტელექტის შესახებ სამეცნიერო კვლევები ბოლო ათწლეულების განმავლობაში დაიწყო და გააქტიურდა. ყველაზე გავრცელებული განმარტების თანახმად, ემოციური ინტელექტი არის „ემოციების აღქმის, გაგების, გამოხატვის, მართვის და რეგულირების უნარი (J. D. Mayer & P. Salovey, 1997). ემოციური ინტელექტის მაჩვენებელზეა დამოკიდებული, რამდენად ახერხებს ადამიანი იყოს ლიდერი, აკონტროლოს საკუთარი და სხვისი ემოციები, მიაღწიოს წარმატებას და ა.შ. საქართველოსთვის ემოციური ინტელექტის კვლევა შედარებით ახალი მიმართულებაა. თსუ მეცნიერი, ფსიქოლოგიის დოქტორი, თსუ ასისტენტ პროფესორი ხათუნა მარწყვიშვილი ერთ-ერთი იმ პირველთაგანია ვინც ემოციური ინტელექტის კვლევა ახალი კუთხით - ფსიქიკური აშლილობების, თავისებურებათა შესასწავლად და რეაბილიტაციისთვის შესაძლო ახალი მიმართულებების ჩამოსაყალიბებლად დაიწყო.

21-ე საუკუნე ახალი მედიის საუკუნეა, რომელშიც, უმთავრესად, ბლოგები, სოციალურ ქსელები, ონლაინ ენციკლოპედიები, სხვადასხვა სახის ფორუმი და ყველა ის ინტერნეტ-რესურსი იგულისხმება, რომელიც მომხმარებელთა მაქსიმალურ ჩართულობას და ინტერაქციას უზრუნველყოფს. ახალი მედიის შესწავლა ახალი სიტყვაა საქართველოში. ამ მიმართულებით ძალზე საინტერესო კვლევა მოამზადეს თსუ მეცნიერებმა კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის (ASCN) მხარდაჭერით. ეს ამ თემაზე მომზადებული ყველაზე დიდი ნაშრომია საქართველოში, სადაც სოციალური მედიის განვითარების თითქმის ყველა ასპექტზეა ყურადღება გამახვილებული.

ფიზიკოსთა განმარტებით, დღეისათვის, უკვე შეზღუდული ბუნებრივი ენერგორესურსების პირობებში, კაცობრიობისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხს მართვადი თერმობირთვული სინთეზის საშუალებით ელექტროენერგიის გამომუშავების შესაძლებლობა წარმოადგენს. თერმობირთვული სინთეზის (ეს, ფაქტობრივად, ის ენერგიაა, რითაც ანათებს მზე) შესასწავლად კი, თავის მხრივ, პლაზმის თვისებების შესწავლაა საჭირო.

ცოცხალ ორგანიზმებში მიმდინარე ძირითადი სასიცოცხლო პროცესებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ორგანოთა რეგენერაციის უნარს უჭირავს. მეცნიერთა განმარტებით, ჩვეულებრივ, ქსოვილების განახლების საფუძველს ფიზიოლოგიური რეგენერაცია წარმოადგენს, ხოლო ორგანოს დაზიანების (ტრავმები, სხვადასხვა პათოლოგიები) ან რეზექციის (დაავადებული ორგანოს ნაწილობრივი მოკვეთა) შემთხვევაში კი რეპარაციული რეგენერაცია მიმდინარეობს, რომელიც ორგანოს ნაწილობრივ ან სრულ აღდგენას უზრუნველყოფს.