Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

ჟურნალი ნომერი: 4

მყინვარები დედამიწის გეოგრაფიული გარსის უნიკალური ნაწილია, სადაც მოსული მყარი ატმოსფერული ნალექები დაგროვების შემდეგ ყინულად გარდაიქმნება. ისინი მტკნარი წყლის უდიდეს რეზერვუარებს წარმოადგენენ, საქართველოსთვის კი, გეოგრაფთა შეფასებით, უმნიშვნელოვანეს რესურსს. ბუნებრივია, რომ დღეისთვის, მთელს მსოფლიოში მყინვარების შესწავლის საკითხს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, კვლევების სრულფასოვნად ჩასატარებლად კი მყინვარებზე მრავალწლიანი კომპლექსური დაკვირვებებია აუცილებელი.

სისხლის მიმოქცევის ხელოვნური სისტემები, იგივე საპერფუზიო სისტემები ის აპარატურაა, რომლის საშუალებითაც გულისა და ფილტვების ფუნქციის ჩანაცვლება ხდება. ამ სისტემების საშუალებით ხელოვნურად ხორციელდება ორგანიზმში სისხლის მიმოქცევის უზრუნველყოფა და მისი ჟანგბადით გამდიდრება. თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა საპერფუზიო სისტემების მოდელების შემუშავებაზე მუშაობა 2004 წლიდან დაიწყეს. Dდღეს მკვლევარებს კვლევის შედეგად შეუძლიათ საზოგადოებას წარუდგინონ თავისი გამოგონება, რომელიც უკვე ცნობილ საპერფუზიო სისტემებზე უფრო ეკონომიურია, ამავე დროს კი თავის მაჩვენებლებით ძვირადღირებულ სისტემებს არ ჩამოუვარდება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევა “კბილის კარიესის გავრცელება და პაროდონტის (კბილბუდე, ღრძილი) ქსოვილების მდგომარეობა საქართველოს ბავშვთა ასაკის სტომატოლოგიაში”, მიზნად ისახავდა სკოლის ასაკის ბავშვებში პირის ღრუს ეპიდემიოლოგიურ აღწერას. იგი 2011 წლის დეკემბერში დაიწყო და 6 თვის მანძილზე გრძელდებოდა. ამ ხნის განმავლობაში გამოიკვლიეს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ახალციხეში და მარნეულში მცხოვრები ბავშვები. პროექტი თსუ სამედიცინო ფაკულტეტის სტომატოლოგიისა და ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის წარმოამდგენლების მიერ სტომატოლოგიური კვლევების საერთაშორისო ასოციაციის ისრაელის დივიზიონთან თანამშრომლობით და ამავე ასოციაციის რეგიონული განვითარების პროგრამის ნაწილობრივი ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

საქართველოდან დეპორტირებულ მუსლიმ მესხთა მიმართ სამართლიანობის აღდგენის თემა საქართველოს სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამოწვევაა. ამ გამოწვევაზე საპასუხოდ ქვეყანას სჭირდება არა მხოლოდ პოლიტიკური ნება (რომლებიც უკვე დეკლარირებულია), არამედ სერიოზული კვლევები, რომელიც ამ პროცესს პრობლემებისგან დააზღვევს. ამ გზაზე მნიშვნელოვანია თავად, მუსლიმ მესხთა სოციუმის კვლევა, რომელშიც უკვე რამდენიმე წელია აქტიურ მონაწილეობას იღებს თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ეკატერინე ფირცხალავა.