Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

ჟურნალის “თსუ მეცნიერება“ სარედაქციო კოლეგია

იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის დეპარტამენტის დირექტორი. უძღვება სალექციო კურსებს მოდერნულ და პოსტმოდერნულ სოციალურ თეორიებსა და, აგრეთვე, სოციალური კვლევის მეთოდებში. იაგო კაჭკაჭიშვილს განხორციელებული აქვს კვლევითი პროექტები, რომლებიც უკავშირდება განათლებას, პოლიტიკას, ეთნიკურობას, სოციალურ დაცვას და ინკლუზიას, აივ-შიდსის, უსაფრთხო სექსისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემებს, რელიგიურობას და სხვ. 2000 წლიდან იყო 50-ზე მეტი კვლევითი და სასწავლო პროექტის ხელმძღვანელი და მონაწილე. 2005 წლიდან აქტიურად არის ჩართული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალური მუშაობის განათლების დანერგვასა და სოციალური მუშაობის პროგრამის ადმინისტრირებაში. ი. კაჭკაჭიშვილი არის არასამთავრობო კვლევითი ორგანიზაციის – „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი“ – ხელმძღვანელი; საერთაშორისო რეცენზირებადი ჟურნალის – „სოციალური პოლიტიკა და სოციალური მუშაობა გარდამავალ პერიოდში“ („Social Policy and Social Work in Transition“) – თანარედაქტორი. ავტორი და თანაავტორია 6 წიგნის და 40-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის, რომლებიც დაბეჭდილია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.