Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
ჟურნალი "თსუ მეცნიერება" № 6

2014 წლის ჟურნალი „თსუ მეცნიერება“ ორ დამოუკიდებელ - ქართულ და ინგლისურ გამოცემად გამოვიდა.  ჟურნალში ასახულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო პროცესები; მასში წარმოდგენილია მასალები შემდეგ კვლევით თემებზე: ინტერფაზური ბიონანომეცნიერება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მიღწევები და პერსპექტივები საქართველოსთვის; მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის გავლენა რაიონის ნიადაგებზე და წყლებზე; COMET ექსპერიმენტი J-PARC-ში:ნაბიჯი მიუნის გამოცანის ამოხსნისკენ; შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა თსუ მეცნიერთა შეფასებით; საკვები და მცენარეული საფარი ძველი წელთაღრიცხვით მეხუთე მეექვსე საუკუნეების ქართლში - გრაკლიანი გორის აღმოჩენების მიხედვით; გერმანელების ყოფა-ცხოვრება კავკასიაში; ივერონის მონასტერი ოსმალეთის იმპერიის დროს; ლაფერ-კენზიანური სინთეზი და მაკროეკონომიკური წონასწორობა; საფონდო ბაზარი საქართველოში; სოციალური ქსელების როლი ქართულ პოლიტიკაში; მამაკაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში; თსუ კოგნიტური და კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის მიმართულებაზე წარმოებული კვლევები; საქართველოს ტერიტორიაზე არსებული შავი ჭირის ბუნებრივი კერების ეპიზოოტიური აქტივობა; ანდროგენდეფიციტი და ინსულინრეზისტენტობა სიმსუქნით დაავადებულ მამაკაცებში; საქართველოს მოსახლოების დიდი ნაწილს ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია აქვს; კორპორაციული მართვის ზოგადი ანალიზი; მნიშვნელოვანი კვლევა ტრანსნაციონალურ სისხლის სამართალში; შრომის სამართლის სტატიათა კრებული თეორიული ცოდნისა და მოქმედი კანონმდებობის სრულყოფისთვის და სხვა. ჟურნალსი ასევე მოწოდებულია თსუ სამეცნიერო პროცესის ამსახველი სტატისტიკური მონაცემები; 2014 წლიდან ჟურნალი ყოველწლიურია და წლის სამეცნიერო სიახლეებს პოპულარულ ენაზე შემოგთავაზებთ.