Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
ჟურნალი "თსუ მეცნიერება" № 4

ჟურნალის „თსუ მეცნიერება“ მეოთხე, 2013 წლის ივლისის ნომერში მკითხველი გაცნობა ინფორმაციას ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო პროცესების შესახებ. კერძოდ, ჟურნალში წაიკითხავთ სტატიებს შემდეგ თემებზე: სტრესის ზეგავლენა უჯრედულ მეტაბოლიზმზე თავის ტვინში; ხელოვნური საპერფუზიო სისტემები თსუ მეცნიერებისგან; მუსლიმი მესხები - ინტეგრაცია და სეპარაცია? შაჰ-ნამეს ვერსიები საქართველოდან; ჩანასახის სიცოცხლის უფლება ქართული კანონმდებლობით; პროტონის გადატანის რეაქციების არატრადიციული მექანიზმები; ბიოსამედიცინო დანიშნულების მაგნიტური ნანონაწილაკები; საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციითვის სამეცნიერო ბაზის შესაქმნელად; ქართული პალიმფსესტური ხელნაწერები; სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის საკითხისთვის; ქართული მეცნიერის თვალით დანახული ქართული საბაჟოს რეფორმები; ეკონომიკური  განვითარება -ეკონომიკური ზრდისა და ხალხის კეთილდრეობის ამაღლების მთავარი ფაქტორი  და სხვა. აქ ასევე ნახავთ სტატიებს თსუ სამეცნიერო ინსტიტუტების შესახებ.  ჟურნალი ამ მასალებს  ორ - ქართულ და ინგლისურ ენაზე წარმოგიდგენთ.