Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
ჟურნალი "თსუ მეცნიერება" № 3

ჟურნალის „თსუ მეცნიერება“ 2012 წლის დეკემბრის ნომერში მკითხველი გაეცნობა სტატიებს თემებზე:  თსუ მეცნიერთა წვლილი გეომეტრიული ფიგურების ალგებული ოპერაციებით განსაზღვრაში;  თაობები და ღირებულებები; საერთაშორისო ბიზნესის სოციოკულტურული გარემო საქართველოში; მანგანუმით დაბინძურებული გარემოს გავლენა ბავშვების ჯანმრთელობაზე; საქართველოს ტერიტორიის გეოეკოლოგიური თავისებურებები; ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დანერგვის, შესწავლისა და ანალიზისთვის; მეთორმეტე საუკუნის მონეტა - ტოლერანტობის სიმბოლო; აივ/შიდსის საკითხების გაშუქება და სტიგმა/დისკრიმინაცია მედიაში; ქართულ ისტორიულ წყაროებში შენახული კავკასიის ისტორია; ბაქტერიოფაგების და ანტიბიოტიკების გავლენა ბაქტერიებზე - ქართველი მეცნიერების კვლევის საგანი; საქართველოს საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო კავშირები - ინოვაციების განვითარების უმოკლესი გზა. ჟურნალში ასევე წარმოდგენილია ინფორმაცია 2012 წელს დაცული სადისერტაციო ნაშრომებისა და გამართული საერთაშორისო კონფერენციების შესახებ; ჟურნალი ამ მასალებს  ორ - ქართულ და ინგლისურ ენაზე წარმოგიდგენთ.