Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
ჟურნალი "თსუ მეცნიერება" № 2

ჟურნალის „თსუ მეცნიერება“ მეორე ნომერი 2012 წლის ივლისში გამოვიდა. მასში წარმოდგენილია სტატიები ისეთ თემებზე, როგორიცაა: ქართული ნაციონალური იდენტობის თავისებურებანი; „თბილისური სმოგი“ და მასთან ბრძოლის საშუალებები; მეცნიერები ქართული მოსაპირკეთებელი ქვების სრულფასოვან ბაზას ქმნიან; ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა საქართველოში; სტიგმა - უარყოფის ნიშანი, რომელიც სხვებისგან გამოგვარჩევს; თსუ მეცნიერთა მარკეტინგული კვლევის შედეგები; საქართველოში „ტკივილთან ბრძოლას“ სწავლობენ; მნიშვნელოვანი ნაბიჯები მედიაციის ინსტიტუტის დასანერგად; პოლონელი, რუმინელი და ქართველი ახალგაზრდები ევროპეიზაციასთან დაკავშირებით; საზოგადოების ეკონომიკური ინტერესების იერარქიაში არსებული წინააღმდეგობის გადალახვის გზები; თსუ მეცნიერთა მარკეტინგული კვლევის შედეგები და ა.შ. ჟურნალი ორენოვანია და მკითხველს ინფორმაციას ქართულ და ინგლისურ ენებზე აწვდის.