Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
თსუ პროფესორის კვლევის შესახებ სტატია იმპაქტ ფაქტორის მქონე საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა

თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მაგდა ალანიას სტატია იმპაქტ ფაქტორის მქონე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის “Journal of Experimental Biology” აპრილის ნომერში გამოქვეყნდა.

ამერიკელ კოლეგებთან - აშშ მინესოტას და მერილენდის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან თანაავტორობით, თსუ ასოცირებული პროფესორის პუბლიკაცია: “სამედიცინო წურბელის სტომატოგასტრული ნერვული სისტემა: ანატომია, ფიზიოლოგია და მასთან დაკავშირებული ამინერგული ნეირონები”, ჟურნალის გარეკანზეა ციტირებული.

სტატიაში პირველად აღიწერა წურბელის კვებასთან დაკავშირებული ქცევების მაკონტრელებელი სტომატოგასტრული ნერვული სისტემის ანატომიური და ფიზიოლოგიური ასპექტები. ნაშრომის ძირითადი ექსპერიმენტული ნაწილი მინესოტას უნივერსიტეტის ენტომოლოგიის დეპარტამენტში საერთაშორისო ექსპერტ, პროფესორ კარენ მეშის ლაბორატორიაში შესრულდა. მაგდა ალანიას ვიზიტი მეშის ლაბორატორიაში აშშ სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების (CRDF) და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების (GRDF) ფონდების ხელშეწყობით განხორციელდა.

ჩატარებული კვლევა მოიცავს კვებითი ქცევის ნეირონების იდენტიფიკაციას და დახასიათებას, რაც მჭიდროდ უკავშირდება მაგდა ალანიას სადისერტაციო ნაშრომს და კვლევის თემატიკას.

ჩატარებული კვლევების საფუძველზე სრულყოფილად პირველად აღიწერა და დახასიათდა წურბელის სტომატოგასტრული ნერვული სისტემა, რაც კვებითი ქცევების მაკონტრელებელი ნეირონული ცენტრების შესწავლის დამატებით შესაძლებლობას იძლევა.

picture
picture
picture
picture
picture
picture
picture