Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
თსუ საქართველოს კვლევით ცენტრებს შორის ლიდერობას ინარჩუნებს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს კვლევით ცენტრებს შორის კვლავ ლიდერობს. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ 2017 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შედეგებით ყველაზე მეტი გრანტი თსუ-მ მოიპოვა. 
 
გამარჯვებული 86 პროექტიდან თსუ-ს 39 პროექტი (45%) ეკუთვნის, მათგან 3 საპროექტო განაცხადში თსუ თანამონაწილე ორგანიზაციის სახელითაა. ერთობლივ გამარჯვებულ პროექტებში თსუ მეცნიერები თანამშრომლობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მკვლევრებთან.
 
ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების მიზანია ხელი შეუწყოს ფუნდამენტური ხასიათის სამეცნიერო კვლევების, ახალი ცოდნის შექმნა, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიულ და ექსპერიმენტულ შესწავლა-ანალიზი, შემდგომ განვითარებას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, კულტურულ და საინფორმაციო-ტექნოლოგიურ პროგრესს. 
 
ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსში განაცხადის წარდგენა შესაძლებელი იყო შემდეგ დარგებში: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ინჟინერია და ტექნოლოგიები, სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები, აგრარული მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები.
 
 
picture
picture
picture
picture
picture
picture
picture