Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
ლია წულაძე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი; მედიის სოციალოგიაში სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი; სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის გამოყენებითი სოციალური კვლევის პროგრამის ხელმძღვანელი. მიჰყავს სამაგისტრო კურსები ცვალებად საზოგადოებაში კულტურის და იდენტობების, ახალგაზრდა სუბკულტურების და კულტურის სემიოტიკის შესახებ. არის 20 პუბლიკაციის, 2 სახელმძღვანელოს და ერთი მონოგრაფიის ავტორი.

ბოლო წლებში განხორციელებული აქვს კვლევები აშშ-ში, იაპონიაში, ევროპაში. მიღებული აქვს არაერთი სამეცნიერო-კვლევითი გრანტი.