Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
ნოდარ ცინცაძე

ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათ ფაკულტეტის სრული პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი. მიღებული აქვს საქართველოს განათლების სამინისტროს ჯილდო განათლების სფეროში შეტანილი წვლილისთვის.

გახლავთ ჰიროსიმას უნივერსიტეტის საპატიო წევრი (იაპონია), მიღებული აქვს საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება, ივანე ჯავახიშვილის მედალი, ხვარაზმის საერთაშორისო პრემია, არის მრავალი საერთაშორისო კონფერენციის სამეცნიერო-საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, არის პლაზმის ფიზიკის თბილისის საერთაშორისო სკოლის დამაარსებელი და დირექტორი 1972 წლიდან დღემდე.

იყო თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის (ICTP) ქ. ტრიესტი (იტალია), პლაზმის კოლეჯის დირექტორი (1987-1993).

მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა: მაკროსკოპიული სისტემების კინეტიკური თეორია. პლაზმაში არაწრფივი მოვლენების თეორია. ძლიერი ლაზერული გამოსახულების მოქმედება გარემოზე, კვანტური ფერმი და ბოზეს გაზის თვისებების დადგენა. არის 300-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი, რომელთა ძირითადი ნაწილი გამოქვეყნებულია ევროპისა და აშშ-ის ცნობილ ჟურნალებში, დანარჩენი საერთაშორისო კონფერენციის კრებულებში.