Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
მარინა ჩავლეიშვილი

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი, მეცნიერების, ინჟინერინგისა და ტექნოლოგიების მსოფლიო აკადემიის საერთაშორისო-საგამომცემლო საბჭოს წევრი, საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრის ,,კავკასია” ექსპერტი, ტრენერი.  სხვადასხვა დროს იყოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ექსპერტ-ანალიტიკოსი. არის რამდენიმე საერაშორისო პროექტის მონაწილე.

50-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის ხუთი სახელმძღვანელოსი. არის საერთაშორისო და ინსტიტუტთაშორისი სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე. გამარჯვებულია და მიღებული აქვს დიპლომი და პრემია ნომინაციაში “საუკეთესო პუბლიკაცია ეკონომიკაში“ სახელმძღვანელოსთვის “მიკროეკონომიკა“ (თანაავტორი).