Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
რუსუდან სეთურიძე

ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესში ინფორმაციული ტექნოლოგიების კათედრის ასისტენტ–პროფესორი. მისი კვლევის სფეროა ინფორმაციული ტექნოლოგიები ეკონომიკასა და ბიზნესში. უნივერსიტეტში კითხულობს კურსებს ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში. მისი სტატიები გამოქვეყნებულია საერთაშორისო და ადგილობრივ ჟურნალებში, უკრაინაში გამართულ III საერთაშორისო ინტერნეტ-კონფერენციაზე მისმა ნაშრომმა უმაღლესი შეფასება მიიღო და II საპრიზო ადგილზე გავიდა. არის 10-მდე სახელმძღვანელოს თანაავტორი და 30-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, გახლავთ რამდენიმე ათეული საერთაშორისო მნიშვნელობის კონფერენციის მონაწილე, ესპანეთში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციის სექციის ხელმძღვანელი. საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოების ავტორი და თანაავტორი, საუნივერსიტეტთაშორსო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი. ევროგაერთიანების პროექტებში “Twining Project" აქტიური მონაწილე. მეცნიერების, ინჟინერინგისა და ტექნოლოგიების მსოფლიო აკადემიის სამეცნიერო და სარედაქციო კომიტეტის წევრი.