Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
მიხეილ ნიორაძე

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი; ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; მიღებული აქვს ამერიკის ფიზიკოსთა საზოგადოების პრემია, დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის პრემია, საქართველოს ეროვნული პრემია; მისი ხელმძღვანელობით მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი აქტიურად თანამშრომლობს ქ.იულიხის (გერმანია) კვლევების ცენტრთან. ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო ფონდებით დაფინანსებული მრავალი პროექტის ხელმძღვანელია; საერთაშორისო და ლოკალური კონფერენციებისა და სიმპოზიუმების მონაწილე; გამოქვეყნებული აქვს 130 სამეცნიერო ნაშრომი, აქედან 65 მაღალი იმპაქტ ფაქტორის საერთაშორისო ჟურნალებში; დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.