Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
ხათუნა მარწყვიშვილი

ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის დოქტორი, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის,  ფსიქოლოგიის მიმართულების ასისტენტ პროფესორი (პიროვნებისა და კლინიკური ფსიქოლოგიის კონცენტრაცია), ფლობს ასევე მაგისტრის ხარისხს ფსიქოლოგიურ კონსულტირებაში და ბაკალავრის ხარისხს ზოგად ფსიქოლოგიაში. 2008-2013 წლებში მიღებული აქვს კვლევითი და აკადემიური სტიპენდიები ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში (დიდი ბრიტანეთი),  ლუვენისა (ბელგია) და ტაუსონის (აშშ) უნივერსიტეტებში. არის ბიოლის ფონდის სტიპენდიანტი. აქტიურად თანამშრომლობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, როგორც ფსიქოლოგიის ექსპერტი.

კვლევითი სფეროები:  პიროვნებისა და ინდივიდუალური განსხვავებების ფსიქოლოგია, სტრესი და სტრესის დაძლევის სტრატეგიები, ემოციური და სოციალური  ინტელექტი, ემოციებთან დაკავშირებული პიროვნული დისპოზიციები.