Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
კორნელი კაკაჩია

თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკური მეცნიერების მიმართულების პროფესორი. ქართული ანალიტიკური ორგანიზაციის „პოლიტიკის ინსტიტუტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი. სხვადასხვა დროს იყო მიწვეული მკვლევარი ჯონ კენედის სახელობის სახელმწიფო მმართველობის სკოლაში, ჰარვარდის უნივერსი-ტეტში (2009-2010 წწ), ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში (2000 წ) და კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტში (2011 წ). გახლავთ საერთაშორისო კვლევების ასოციაციის (ISA), საქართველოს პოლიტიკურ მეცნიერებათა ასოციაციის გამგეობის და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებული ევრაზიის კვლევებიის პროგრამის (PONARS  ევრაზია) წევრი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი საერთაშორისო პუბლიკაცია და არის  რამდენიმე საერთაშორისო საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი.  კითხულობს სალექციო კურსებს: მსოფლიო პოლიტიკა, პოლიტიკური პარტიები და შედარებითი პოლიტიკური სისტემები, გლობალიზაცია და საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვ.