Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
როლანდ თოფჩიშვილი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი. თსუ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილების გამგე.  იყო თსუ სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი.  ამჟამად ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრია. არის 15-ზე მეტი წიგნის რედაქტორი. 1998 წლიდან გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. დაბეჭდილი აქვს 227 სამეცნიეო ნაშრომი, სტატია და მონოგრაფია, აქედან 33 მონოგრაფიაა. მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში. 2008 წელს - 10 ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენცია და 7 საერთაშორისო კონფერენცია.