Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
გულნაზ ერქომაიშვილი

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი, ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური განათლების ქართულ-გერმანული ინსტიტუტის წევრი, საქართველოს ეკონომიკური განათლებისა და განვითარების ცენტრის (აშშ-ს ეკონომიკური განათლების ეროვნული საბჭოს პარტნიორი ორგანიზაცია საქართველოში) ექსპერტი.
იგი 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მათ შორის 2 მონოგრაფიის, 8 სახელმძღვანელოსა და დამხმარე სახელმძღვანელოს. მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო კონფერენციასა და საგრანტო პროექტში (ინგლისი, საფრანგეთი, თურქეთი, უკრაინა და სხვა). მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა I სტუდენტური ოლიმპიადა „ერთად ვაშენოთ ქვეყანა“.
არის მეცნიერების, ინჟინერინგისა და ტექნოლოგიების მსოფლიო აკადემიის საერთაშორისო-საგამომცემლო საბჭოს წევრი, სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალებისა და გამოცემების რედკოლეგიის წევრი. მათ შორისაა „დიდი ქართული ეკონომიკური ენციკლოპედია“. იგი 22 წიგნის რედაქტორი  და 11 წიგნის რეცენზენტია.