Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
დავით ასლანიშვილი

თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრის ასისტენტ-პროფესორი, ამავე დროს საბროკერო კომპანია შპს „საქართველოს საინვესტიციო ჯგუფი პლიუსი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და პარტნიორი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტები; სხვადასხვა წლებში სწავლობდა კარლოსის უნივერსიტეტში (პრაღა) და მაკ რობინსონის ბიზნეს კოლეჯში (ჯორჯიის უნივერსიტეტი). 1997 წელს დაამთავრა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ენგალიჩევის სახელობის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სისტემათა ინსტიტუტი.
ბოლო ათი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს 305 ნაშრომი ეკონომიკისა და ფინანსების კუთხით. მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერი კონფერენციასა და საგრანტო პროექტში, გავლილი აქვს საერთაშორისო დონის ტრენინგები და კურსები, იყო სხვადასხვა სამეცნიერო საბჭოსა და სარედაქციო კოლეგიის წევრი.
პროფესიულ საქმიანობას ეწევა 1994 წლიდან, წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა სს „რუსთავის მეტალურგიულ კომბინატში“, „ვაგონმშენებელთა ჰოლდინგში“, შპს „საქართველოს საინვესტიციო ჯგუფში“ და სს „თიბისი ბანკში“.
1998 წლიდან ეწევა აკადემიურ საქმიანობას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში.