Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
იური ანანიაშვილი

თსუ  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის მიმართულების პროფესორი, ეკონომეტრიკის კათედრის ხელმძღვანელი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი. გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი სამეცნიერო შრომა, ეკონომიკის მათემატიკური მოდელირების, მაკროეკონომიკისა და მიკროეკონომიკის პრობლემებზე. არის საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში. თსუ-ში ივ. ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ 2014 წლის  სამეცნიერო ფორუმზე მისი მოხსენება საუკეთესოდ იქნა მიჩნეული.