Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
საქართველოს მექანიკოსთა კავშირის მე-8 საერთაშორისო ყოველწლიური კონფერენცია
27/09/2017

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017-ის ფრაგლებში საქართველოს მექანიკოსთა კავშირის მე-8 საერთაშორისო ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება აკადემიკოს ილია ვეკუას დაბადებიდან 110 წლისთავს მიეძღვნა. კონფერენციის გახსნას თსუ რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელიდაესწრო.

ღონისძიება თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის, თბილისის საერთაშორისო ცენტრის მათემატიკასა და ინფორმატიკაში ორგანიზებით გაიმართა.            

კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის არსებული კავშირის შენარჩუნებასა და გაღრმავებას, ახალგაზრდა მეცნიერთა მომზადებასა და შოთა რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების შესრულებას დიფერენციალური განტოლების პრობლემებისა და მათი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და ინჟინერიაში გამოსაყენებლად.