Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
თსუ სტუდენტები იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ლექციებს გაივლიან
21/07/2017

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა იმ გამარჯვებულ სტუდენტებთან, რომლებიც QUALI-Start-Up ლექციებს იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გაივლიან.

ლექციების თემატიკა მოიცავს ექსპერიმენტული და თეორიული ფიზიკის(ბირთვული ფიზიკა, ნანოტექნოლოგიები, სამედიცინო ფიზიკა), ქიმიის(ენერგიისა და კლიმატის კონტროლი), სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებებისა და ჯანმრთელობის, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებებს. შემოდგომის ლექციებზე დასასწრებად სტუდენტები კონკურსის წესით შეირჩნენ, სულ 21 სტუდენტი (თსუ-დან, სტუ-დან, ილიაუნიდან და აგრიუნიდან), მათ შორის 11 თსუ-დან.