Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალის „ხმა ქართველი ქალისა“-ასი წლის შემდეგ, პირველი ნომრის პრეზენტაცია
11/05/2017
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალის „ხმა ქართველი ქალისა“-ასი წლის შემდეგ, პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა.
თსუ გენდერის კვლევების ინსტიტუტის მიერ შექმნილი სამეცნიერო-პუბლიცისტური  ჟურნალი დაარსდა იმავე სახელწოდების ფემინისტური გაზეთის ასი წლისთავთან დაკავშირებით. გაზეთი "ხმა ქართველი ქალისა” ქუთაისში გამოიცემოდა 1917-1918 წლებში ფემინისტის, საზოგადო მოღვაწისა და პუბლიცისტის კატო მიქელაძის თაოსნობით. ღონისძიების მხარდამჭერები არიან:თსუ-ს გენდერის კვლევების ინსტიტუტი, ქალთა ფონდი საქართველოში და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა.