Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
ელექტრონული სამეცნიერო ბაზები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში
10/05/2017

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებსა და სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ ელექტრონული სამეცნიერო ბაზებით. სისტემა საერთაშორისო ელექტრონულ სამეცნიერო ჟურნალებსა და წიგნებს აერთიანებს.
ელექტრონული ჟურნალები და წიგნები ყველა მიმართულების პროფესურისა და სტუდენტებისთვის არის გამიზნული. ერთ–ერთი ყველაზე დიდი ბაზა არის EBSCO, რომელსაც მოცემული მასალების ინგლისურიდან რუსულ ენაზე თარგმნის ფუნქციაც აქვს. ამავე დროს, მას აქვს სპეციალური ციტირების რეჟიმიც, რაც პროფესორებს, დოქტორანტებსა და სტუდენტებს გარკვეულ თემაზე მუშაობას გაუმარტივებს. თსუ-ის მასშტაბით ელექტრონულ სამეცნიერო ბაზებზე წვდომა შეუზღუდავია. წვდომა უნივერსიტეტის მიღმა შესაძლებელია უნივერსიტეტის ელ.ფოსტის მქონე მკითხველებისთვის. ელექტრონული სამეცნიერო ბაზების ნახვა თსუ ვებ-გვერდზე, ბიბლიოთეკის ბმულზე არის შესაძლებელი. იხ. ბმული:


https://www.tsu.ge/ge/government/administration/departments/library/zuzzv1vvedy6z0dmj/


ელექტრონულ სამეცნიერო ბაზებზე წვდომის ინსტრუქცია


იხ. ბმული: https://www.tsu.ge/data/file_db/library/OutsideTSU.pdf


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ქსელიდან ხელმისაწვდომია შემდეგი ელექტრონული რესურსები: Elsevier, JSTOR, EBSCOHost, Springer, HINARI, Campridge University Journals, CALLICA, Erudit, ALUKA, Internet Archive.
იხ. ბმული:

https://www.tsu.ge/ge/government/administration/departments/library/zuzzv1vvedy6z0dmj/vrqldp6grtduuumm8//